გრანადას ნახევარმცველს კორონავირუსი დაუდასტურდა

"გრანადას" ნახევარმცველს, ალვარო მონტოროს კორონავირუსი დაუდგინდა.
აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.
როგორც იწერება, 33 წლის ფეხბურთელი სასწრაფოდ იზოლაციაში გადაიყვანეს.
გასულ სეზონში მონტორომ ლა ლიგაში 22 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 ასისტი გააკეთა.