"გრინვუდ, მოკვდი", - ბილბაოს ფანებმა ოსასუნას ქომაგებს მიბაძეს და სასჯელი ემუქრებათ
მეისონ გრინვუდს ლა ლიგის მატჩზე კვლავ შეურაცხმყოფელი შეძახილებით დახვდნენ.
ინგლისელმა ნახევარმცველმა „ხეტაფეს“ „ბილბაოსთან“ (2:2) მატჩში მიიღო მონაწილეობა, მან მოედანზე სრული მატჩი ჩაატარა და საგოლე გადაცემა მიითვალა.
სასტარტო სასტვენამდე, ბასკური გუნდის ქომაგებმა გრინვუდს დაუსტვინეს, შემდეგ კი „გრინვუდ, მოკვდი-ს“ სკანდირება დაიწყეს, როცა ფეხბურთელი საჯარიმო დარტყმებს ასრულებდა.
ლა ლიგამ ეს ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა და ხაზი გაუსვა, რომ „ბილბაოს“ წინააღმდეგ შესაძლოა დისციპლინარული ზომები იქნეს მიღებული.
17 სექტემბერს, გრინვუდს სიკვდილს „ოსასუნას“ ფანებიც უსტვენდნენ.