გრინვუდი ტრავმის გამო ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს გამოტოვებს

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, მეისონ გრინვუდი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს, იუწყება კლუბის ოფიციალური საიტი.
19 წლის ფეხბურთელმა ინგლისის თასზე "ლესტერთან" (1:3) გამართულ 1/4 ფინალურ მატჩში ტრავმა მიიღო და ზემოთნახსენებ ტურნირს გამოტოვებს.
ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრები D ჯგუფში პორტუგალიას, ხორვატიასა და შვეიცარიას დაუპირისპირდება.
ცნობისთვის, აღნიშნული შეხვედრები სლოვენიის ქალაქებში გაიმართება - კოპერსა და ლუბლიანაში.