გრინვუდის დუბლი და კავანის გოლი - მანჩესტერ იუნაიტედმა ოლდ ტრაფორდზე ბარნლის მოუგო [VIDEO]
![გრინვუდის დუბლი და კავანის გოლი - მანჩესტერ იუნაიტედმა ოლდ ტრაფორდზე ბარნლის მოუგო [VIDEO]](http://storage.goal.ge/uploads/posts/IxyddJx9lBaR8mSlwm79F7kB5LSenUyn.jpg)
ინგლისის ჩემპიონატის 32-ე ტურის ეგიდით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ოლდ ტრაფორდზე" "ბარნლის" უმასპინძლა.
აღნიშნული დაპირისპირება "ეშმაკუნების" გამარჯვებით დასრულდა - 3:1.
ანგარიში მეორე ტაიმის სტარტზე, 48-ე წუთზე გაიხსნა - თავი მეისონ გრინვუდმა გამოიჩინა. ზუსტად ორ წუთში სტუმრებმა წონასწორობა ჯეიმს ტარკოვსკის გოლით აღადგინეს.
84-ე წუთზე, გრინვუდმა დუბლი გაიფორმა და მასპინძლები კვლავ წინ გაიყვანა, საბოლოო შედეგი კი 93-ე წუთზე ედინსონ კავანიმ დააფიქსირა.
ამ გამარჯვების შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 66 ქულით მე-2 ადგილს იკავებს, "ბარნლი" კი 33 ქულით მე-17 პოზიციაზეა.
ვიდეომიმოხილვა