ავტორიზაცია

გრიზმანი: "საუდის არაბეთი? მესმის ფეხბურთელების, მაგრამ როგორც იცით, მე სხვა მიზანი მაქვს"

გრიზმანი: "საუდის არაბეთი? მესმის ფეხბურთელების, მაგრამ როგორც იცით, მე სხვა მიზანი მაქვს"
თარიღი 11 სექ 2023, 23:26
ანტუან გრიზმანი არ აკრიტიკებს საუდის არაბეთში გადასულ ფეხბურთელებს.

„მესმის იმათი, ვინც იქ წასვლა გადაწყვიტა. საუბარი შემაძრწუნებელ ციფრებზეა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, ფეხბურთელები, ისედაც ბევრ ფულს ვიღებთ, ზოგს თავისი შვილების და შვილიშვილების უზრუნველყოფა სურს და ეს ნორმალური მგონია. ამ ფეხბურთელებს მაინც კარგად მოუწევთ თამაში, საკუთარი ნიჭის ჩვენება.

გადავალ თუ არა საუდის არაბეთში? მე ოჯახი და სამი შვილი მყავს, ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება. მაგრამ, როგორც იცით, ჩემი მიზანი კვლავ MLS-ში წასვლა რჩება.“, - აღნიშნა „ატლეტიკოს“ და საფრანგეთის ნაკრების შემტევმა.