ავტორიზაცია

გრიზმანის ბრწყინვალე გასროლა - ბარსელონამ ლა ლიგა ეიბარის დამარცხებით დაასრულა [VIDEO]

გრიზმანის ბრწყინვალე გასროლა - ბარსელონამ ლა ლიგა ეიბარის დამარცხებით დაასრულა [VIDEO]
თარიღი 22 მაი 2021, 22:10

ესპანეთის ჩემპიონატის 2020/21 წლების სეზონის გათამაშების ბოლო ტურში "ბარსელონა" "ეიბარს" ესტუმრა.

აღნიშნული დაპირისპირება კატალონიური გრანდის გამარჯვებით დასრულდა - 0:1.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 81-ე წუთზე ანტუან გრიზმანმა გაიტანა - ფრანგმა ფორვარდმა მეტოქის კარი ულამაზესი დარტყმით აიღო.

გამოსარჩევი ფაქტია, რომ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია "ლურჯ-ბროწეულისფერთა" კაპიტანს, ლიონელ მესის.

ასე და ამგვარად, "ბარსამ" ლა ლიგა მე-3 ადგილზე დაასრულა - რონალდ კუმანის შეგირდებმა 79 ქულა დააგროვეს. "ეიბარი" კი 30 ქულით უკანასკნელ პოზიციაზე გავიდა და ლა ლიგა 2-ში დაქვეითდა.

ვიდეომიმოხილვა