"გთხოვთ, გეყოფათ, როდის ვთქვი რომ მესი მძულს?", - არგენტინელ ფეხბურთელს სოციალურ ქსელში რონალდუს ტატუს გამო უტევენ

არგენტინელი ქალი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუს ტატუსთვის გააკრიტიკეს.
სოციალურ ქსელში იამილა როდრიგესის ტატუების სურათი გახდა პოპულარული, ერთ-ერთზე „ალ ნასრის“ და პორტუგალიის ნაკრების შემტევი, კრიშტიანუ რონალდუა გამოსახული. იმავე ფეხზე, გოგონას არგენტინის ნაკრების ლეგენდა, დიეგო მარადონაც არის დახატული.
როდრიგესი გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელში ამის გამო გააკრიტიკეს, ფეხბურთელმა კი საკადრისი პასუხი გასცა:
„გთხოვთ, გეყოფათ. მე ძალიან არ მსიამოვნებს. როდის ვთქვი, რომ მესის წინააღმდეგ ვარ განწყობილი? გეყოფათ იმის ლაპარაკი, რაც მე არ მითქვამს, იმიტომ რომ ამის გამო ძალიან რთული მომენტი მიდგას.
მე თქვენზე კი არა, თქვენი სიტყვების სიუხეშეზე ვღელავ. არ შეიძლება ადამიანს ჰყავდეს კუმირი ან ფეხბურთელი, რომელიც მოსწონს? გთხოვთ.
არასდროს არ მითქვამს, რომ მესის წინააღმდეგ ვარ განწყობილი და ამას არც არასდროს გავაკეთებ. მესი - ჩვენი ნაკრების უდიდესი კაპიტანია, მაგრამ ის ფაქტი, რომ მე ვამბობ, რომ ჩემი კუმირი და შთაგონებსი წყარო რონალდუა, არ ნიშნავს იმას, რომ მე ლეო მძულს.
ყველას შეიძლება სხვადასხვა რამ მოგვწონდეს და ეს ახსნადიც არის. რა პრობლემაა? არ ვართ ვალდებული, ვინმე მხოლოდ იმიტომ გვიყვარდეს, რომ ჩვენი ქვეყნიდანაა.
გთხოვთ, გამიგეთ, ეს ფეხბურთია და ყველას თავისი სიმპათიები გააჩნია, ერთი კონკრეტულის გამოყოფა არ ნიშნავს მეორეს დასამარებას. საკმარისია, ეს დამღლელი და მტკივნეულია.“ - წერს არგენტინის და „პალმეირასის“ თავდამსხმელი.