ავტორიზაცია

გუგა კირვალიძეს Winter Cup 2024-ის თასი გადასცეს

გუგა კირვალიძეს Winter Cup 2024-ის თასი გადასცეს
თარიღი 24 აპრ 2024, 14:36
2024 წლის Winter Cup-ის გამარჯვებულს, გუგა კირვალიძეს King of Drift 2024-ის დაწყებამდე კუთვნილი თასი გადასცეს.

გუგა კირვალიძემ Winter Cup 2024-ზე 253 ქულა დააგროვა, რაც საუკეთესო შედეგი იყო. მეორე ადგილზე 237 ქულით მათე როჭიკაშვილი გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია 213 ქულით ჯეიჰუნ სულეიმანოვმა დაიკავა.




Winter Cup 2024-ის გამარჯვებული SMH Sports-სგან 2024 წლის დრიფტ მასტერის ფინალზე 2 კაციან საგზურს მიიღებს. აღნიშნული ტურნირი პოლონეთში 13-14 სექტემბერს ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ King of Drift 2024-ის პირველი ეტაპი 21 აპრილს გაიმართა და გამარჯვებული მევლუდ მელაძე გახდა.

როგორც იცით, SMH Sports-ი გუგა კირვალიძეს სპონსორია.

ფოტო: betlive.com-ის ოფიციალური facebook გვერდი