ავტორიზაცია

"გულდასაწყვეტია, რომ ორივე გოლი ჩვენი შეცდომით გავუშვით", - დემჩენკოს კომენტარი

"გულდასაწყვეტია, რომ ორივე გოლი ჩვენი შეცდომით გავუშვით", - დემჩენკოს კომენტარი
თარიღი 10 აგვ 2023, 23:34
"აპოელთან" წაგებული 2:0 მატჩის შემდეგ კომენტარი "დილას" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ გააკეთა.

"აპოელი დაცვაში კარგად იდგა, მაგრამ შანსები მაინც გვქონდა. სამწუხაროდ, ეს შანსები ვერ გამოვიყენეთ და ორივე გოლი ჩვენივე შეცდომებით გავუშვით.

ეს ორმაგად გულდასაწყვეტია. არ მსურს, ვინმეს რამე დავაბრალო. გუნდურობა უნდა შევინარჩუნოთ და შემდეგი თამაშისთვის მოვემზადოთ.

დანებებას არ ვაპირებთ. ყველანაირად შევეცდებით, რომ ამ თამაშს პოზიტიური განწყობით შევხვდეთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ", - განაცხადა დემჩენკომ.

ამ გუნდების განმეორებითი დაპირისპირება ზუსტად ერთ კვირაში, კვიპროსში შედგება.