"გულშემატკივრებზე მეტად მე ვიტანჯები" - ამორიმის კომენტარი მანჩესტერული დერბის შემდეგ

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა, კლუბთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და გულშემატკივრებსაც მიმართა:
"ჩემი მესიჯი ამ გუნდის გულშემატკივრებისთვის: მე ყველაფერს გავაკეთებ. ყოველთვის ვფიქრობ თუ რა იქნება გუნდისთვის უკეთესი. სანამ აქ ვარ, ჩემს საუკეთესოს გავიღებ. დანარჩენი ჩემი გადასაწყვეტი არ არის. გულშემატკივრებზე მეტად მე ვიტანჯები. მესმის, როგორია ფეხბურთი და შედეგები განსაზღვრავს ნარატივს. გეგონათ, რომ არსენალის წინააღმდეგ უკეთესი გუნდი ვიყავით? მათ ჰყავდათ ოდეგორი, რაისი და ზუბიმენდი. მე ასე ვხედავ ამას. ვიცი, რომ ეს ფანებისთვის რთულია," - განაცხადა ამორიმმა.
იუნაიტედმა სეზონი საკმაოდ ცუდად დაიწყო – გუნდს 4 ტურის შემდეგ მხოლოდ 4 ქულა აქვს (1 მოგება, 1 ფრე და 2 მარცხი).