ავტორიზაცია

"გულშემატკივრის მხრიდან მხოლოდ მხარდაჭერა გვჭირდება" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

"გულშემატკივრის მხრიდან მხოლოდ მხარდაჭერა გვჭირდება" -  ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
თარიღი 14 Nov 2025, 17:45
15 ნოემბერს გასამართი ესპანეთთან მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა.

გუნდის ატმოსფეროზე

"ნაკრებში კარგი ატმოსფეროა, გაცილებით კარგი, ვიდრე წინა შეკრებებზე. ფეხბურთელებთან ბევრი ვისაუბრე როგორც წარსულზე, ისე მომავალზე. მათ ჩემი ხედვები გავაცანი და ვუთხარი, რომ წინა მატჩების შედეგები დამაკმაყოფილებელი არ იყო. ამ შედეგების გამოსწორების გეგმებზე ერთად ვისაუბრეთ."

იური ტაბატაძეზე

"მას ადაპტაციის დროს ვაძლევთ. იურის საქართველოს ჩემპიონატიდან ვაკვირდებით, ახლა კადისშიც წარმატებით თამაშობს და ვფიქრობ, მის შესაძლებლობებს ქართველი გულშემატკივარი მალე უკეთ გაიცნობს."

ესპანეთთან შანსებზე

"როგორც ბევრჯერ აღვნიშნე, ესპანეთი მსოფლიოს საუკეთესო გუნდია და ვერ გვექნება ამბიცია, რომ მათზე უკეთ ვითამაშოთ. წინა მატჩში წავაგეთ, თუმცა ყველაზე მეტად გული იმაზე დამწყდა, რომ უემოციოდ და შემართების გარეშე ვითამაშეთ და ეს ყველაფერი ხვალ პირიქით უნდა იყოს."

მიმართვა გულშემატკივარს

ნაკრებსა და გულშემატკივარს შორის ურთერთობა ქორწინებას ჰგავს. არის კარგი და ცუდი მომენტებიც. ახლა ცუდი მომენტია და გულშემატკივრის მხრიდან მხოლოდ მხარდაჭერა გვჭირდება.

კაკაბაძის და მიქაუტაძის ტრავმა

მიქაუტაძე რამდენიმე კვირას გამოტოვებს, კაკაბაძეს აქილევსის ქუსლის პრობლემები აქვს, რაც სამწუხაროა. მან ბოლო დროს კარგი მატჩები ჩაატარა და კმაყოფილი ვიყავი. იმედია, მალე დაბრუნდება, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა.