ავტორიზაცია

გვარდიოლა: "ზედიზედ სამი ფრის შემდეგ, ხალხს ჩვენი ჩემპიონობის აღარ სჯერა, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთებას ისევ ვაპირებთ"

გვარდიოლა: "ზედიზედ სამი ფრის შემდეგ, ხალხს ჩვენი ჩემპიონობის აღარ სჯერა, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთებას ისევ ვაპირებთ"
თარიღი 05 Dec 2023, 23:39
პეპ გვარდიოლამ თავისი გუნდის ზედიზედ სამ ნათამაშებ ფრეზე ისაუბრა.

პრემიერ ლიგის ბოლო სამ მატჩში „სიტი“ „ჩელსის“ (4:4), „ლივერპულს“ (1:1) და „ტოტენჰემს“ (3:3) დაუზავდა.

„ზედიზედ სამი ფრის შემდეგ, ხალხს ჩვენი ჩემპიონობის აღარ სჯერა, მაგრამ ჩვენ ამის კიდევ ერთხელ გაკეთებს ვაპირებთ.

ვიცით, რომ ზედიზედ 4-ჯერ ამ ტიტულის მოგება ადვილი არ არის, მეტიც, ჯერ ეს არცერთ გუნდს არ მოუხერხებია, მაგრამ სწორედ ამისთვის არსებობს სირთულეები. თუ მკითხავთ, რას ვგრძნობ - ამის გაკეთება ნამდვილად მინდა.“, - აღნიშნა პეპმა.