გვარდიოლამ ანჩელოტის და ფერგიუსონის რეკორდი გაიმეორა

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "მანჩესტერ სიტი" შინ მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდა და 4:0 გაანადგურა.
აღსანიშნავია, რომ ქალაქელთა მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით თავისი საიუბილეო, მე-100 მატჩი მოიგო.
მსგავსი შედეგი კი ისტორიაში მხოლოდ ორ სპეციალისტს - კარლო ანჩელოტისა და სერ ალექს ფერიუგონს აქვთ დაფიქსირებული.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გვარდიოლას "სიტი" მილანის "ინტერს" დაუპირისპირდება.