გვარდიოლას ბოლო სეზონი ინგლისში? — გუნდში ესპანელის პოტენციურ შემცვლელს ეძებენ

გავლენიანი ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ პეპ გვარდიოლამ მიმდინარე სეზონის ბოლოს მანჩესტერ სიტი დატოვოს! როგორც კლუბთან დაახლოებული წყაროები წერენ, ესპანელი სპეციალისტი "ქალაქელების" დატოვებას სერიოზულად განიხილავს, სწორედ ამიტომ ეტიჰადის ბინადრებმა პოტენციური შემცვლელის ძიება უკვე დაიწყეს.
შეგახსენებთ, პეპ გვარდიოლა მანჩესტერ სიტის დატოვებას 2024 წელსაც განიხილავდა, თუმცა მაშინ მხარეებმა ახალი კონტრაქტი გააფორმეს და თამაშრომლობაც გაგრძელდა. მას შემდეგ, ესპანელ სპეციალისტს ბევრჯერ უთქვამს, რომ როცა იქნებოდა, ის მანჩესტერ სიტიდან წავიდოდა, თუმცა ეს როდის მოხდებოდა, არავინ იცოდა. როგორც ჩანს ეს თარიღი ახლოვდება და თუ ზემოხსენებულ წყაროებს დავუჯერებთ, დიდი შანსია ყველაფერი 2026 წლის ზაფხულში დასრულდეს.
ვინ შეიძლება შეცვალოს პეპ გვარდიოლა მანჩესტერ სიტიში?
ზემოხსენებული წყაროების ინფორმაციით, კლუბში ამაზე ფიქრი უკვე დაიწყეს და #1 სამიზნეც ცნობილია — მანჩესტერ სიტიში ენცო მარესკას დაბრუნებას განიხილავენ! "ლურჯები" ფიქრობენ, რომ იტალიელი სპეციალისტი მთავარი მწვრთნელის პოსტზე იდეალური კანდიდატურა იქნება.
შეგახსენებთ, იტალიელი სპეციალისტი პეპ გვარდიოლას თანაშემწედ 2022-2023 წლებში მუშაობდა, იქამდე კი, 2021 წელს მანჩესტერ სიტის მეორე გუნდის მთავარი მწვრთნელიც იყო.

მანჩესტერ სიტიში თვლიან, რომ თუ პეპ გვარდიოლა გუნდის დატოვებას საბოლოოდ გადაწყვეტს, ის ენცო მარესკამ უნდა შეცვალოს, შესაბამისად, თუ საჭირო გახდება ჩელსისთან მოლაპარაკებები დაიწყება. იტალიელი სპეციალისტის გარდა სხვა კანდიდატურებიც განიხილება, თუმცა კონკრეტულ სახელებზე ჯერჯერობით არაფერი იწერება.
რაც შეეხება პეპ გვარდიოლას, 2026 წლის დადგომასთან ერთად, 54 წლის მწვრთნელის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი, თუმცა ერთი რამ ფაქტია, ესპანელი მანჩესტერ სიტიდან წასვლასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა.