ავტორიზაცია

"გვინდა, ჩვენი კლუბისთვის ახალი ისტორია დავწეროთ" — ლუის ენრიკე

"გვინდა, ჩვენი კლუბისთვის ახალი ისტორია დავწეროთ" — ლუის ენრიკე
თარიღი 10 Jul 2025, 11:18
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/2 ფინალში, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ რეალი 4-0 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ჩელსის დაუპირისპირდება.

აღნიშნული მატჩის დასრულების შემდეგ, პარიზული კლუბის მთავარმა მწვრთმელმა, ლუის ენრიკემ ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდის თამაშით კმაყოფილია.

"თავს შესანიშნავად ვგრძნობ, რადგან რეალის წინააღმდეგ ასეთი მატჩების თამაში ყოველთვის რთულია. ძალიან კარგად დავიწყეთ და ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ. ჩვენთვის ეს განსაკუთრებული სეზონი და განსაკუთრებული მომენტია და ვფიქრობ, გამარჯვებას ვიმსახურებდით. წინ კიდევ ერთი ნაბიჯია ისეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც ჩელსია. გვინდა, ჩვენი კლუბისთვის ახალი ისტორია დავწეროთ" — ლუის ენრიკე.

2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალური დაპირისპირება პსჟ-ს და ჩელსის შორის 13 ივლისს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.