ავტორიზაცია

ჰადერსფილდმა ევერტონის ექს-ფეხბურთელი დაიმატა

ჰადერსფილდმა ევერტონის ექს-ფეხბურთელი დაიმატა
თარიღი 26 Mar 2021, 18:20

„ევერტონის“ ექს-ფეხბურთელი, უმარ ნიასე, კარიერას „ჰადერსფილდში“ გააგრძელებს.

ჩემპიონშიპის გუნდთან ფეხბურთელმა კონტრაქტი ამ სეზონის ბოლომდე გააფორმა. 

სენეგალელი ნიასე 2020 წლის ივლისის შემდეგ თავისუფალი აგენტია. სწორედ ამ დროს ამოიწურა მისი კონტრაქტი „ევერტონთან“ და მას შემდეგ, ის უგუნდოდ იყო.

მიმდინარე სეზონში „ჰადერსფილდი" ჩემპიონშიპის ერთ-ერთი აუთსაიდერია.