ავტორიზაცია

ჰალანდმა მორიგი ისტორიული რეკორდი დაამყარა

ჰალანდმა მორიგი ისტორიული რეკორდი დაამყარა
თარიღი 12 აპრ 2023, 01:00
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "მანჩესტერ სიტი" საკუთარ მოედანზე "ბაიერნს" დაუპირისპირდა და 3:0 გაანადგურა.

გასაკვირი არაა, რომ მასპინძელთა მხრიდან ერთ-ერთი გოლი ნორვეგიელმა ფორვარდმა ერლინგ ჰალანადმა გაიტანა.

ჰალანდმა ისტორიული რეკორდი დაამყარა და გახდა ინგლისში მოთამაშე პირველი ფეხბურთელი, ვისაც ერთ სეზონში ყველა ტურნირზე 45 ან მეტი გოლი აქვს გატანილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჰალანდმა ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში 11 გოლი აქვს და ბომბარდირთა დავას ლიდერობს.