ავტორიზაცია

ჰამბურგი ბუნდესლიგას უახლოვდება, მაგრამ რას აპირებს ჩაკევეტაძე?

ჰამბურგი ბუნდესლიგას უახლოვდება, მაგრამ რას აპირებს ჩაკევეტაძე?
თარიღი 10 მაი 2022, 23:33

მცირე ჩავარდნის შემდეგ, "ჰამბურგი" დიდებულ ფორმაშია და ახლოსაა ბუნდესლიგაში გადასვლასთან.

ბოლო ტურის წინ, გუნდს 57 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, თუ ბოლო ტურში უმოტივაციო "ჰანზას" მოუგებენ, ფლეი-აუტში გავლენ.

მაგრამ რას აპირებს ამ გუნდის ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე?

ჩაკვეტაძე თავიდან კარგად მიიღებს, შეცვლაზე კარგად შედიოდა, ძირითადშიც დააყენეს, გოლიც გაიტანა, მაგრამ შემდეგ ჩაქვრა.

სწორედ ჩაკვეტაძის უთამაშებლობას დაემთხვა "ჰამბურგის" კარგი სერიაც და ბოლო ინფორმაციით, კლუბი მის გამოსყიდვას არ აპირებს.

მითუმეტეს, თუ გუნდი ბუნდესლიგაში აღზევდა ჩაკვეტაძის "გენტში" დაბრუნების ალბათობა დიდია და "გენტში" რომ ჩაკვეტაძის რესურსი ამოიწურა, კარგად ვიცით.