ავტორიზაცია

ჰამშიკი შესაძლოა ჩინეთიდან ევროპაში დაბრუნდეს

ჰამშიკი შესაძლოა ჩინეთიდან ევროპაში დაბრუნდეს
თარიღი 05 Mar 2021, 20:47

"დალიან იფანის" ნახევარმცველი, მარეკ ჰამშიკი შეიძლება ევროპაში დაბრუნდეს, იტყობინება Expressen.

გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის სლოვაკისთვის, რომელიც 2007 წლიდან 2009 წლამდე "ნაპოლის" ღირსებას იცავდა, შვედური "გოტებორგი" იბრძვის.

ჰამშიკს ჩინური "დალიან იფანის" მაისურით 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ გამოცდილი ფეხბურთელი ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით (520) "ნაპოლის" რეკორდსმენია და ბომბარდირთა სიაში (121 გოლი) მეორე ადგილს იკავებს.

2020 წლის სეზონში "გოტებორგმა" შვედეთის ჩემპიონატში მე-12 ადგილი დაიკავა.