ავტორიზაცია

ჰანსი ფლიკი ბარსელონასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ჰანსი ფლიკი ბარსელონასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს
თარიღი 21 May 2025, 18:45
ესპანური მედიის ცნობით, კატალონიის ბარსელონას ხელმძღვანელობამ და მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწიეს.

60 წლის გერმანელი სპეციალისტი კატალონიურ გრანდთან კონტრაქტს უახლოეს დღეებში ოფიციალურად გაახანგრძლივებს და კლუბში 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება.

მიმდინარე სეზონში ჰანსი ფლიკის თავკაცობით ბარსელონამ 59 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 43 მოიგო, 7 ფრედ დაასრულა და 9 წააგო. ბლაუგრანამ წელს ლა ლიგა, ესპანეთის თასი და სუპერთასი მოიგო.