ავტორიზაცია

ჰანსი ფლიკი ფრენკი დე იონგის გაყიდვას ერთი პირობით დათანხმდება

ჰანსი ფლიკი ფრენკი დე იონგის გაყიდვას ერთი პირობით დათანხმდება
თარიღი 04 Jun 2024, 18:49
Sport-ის ინფორმაციით, ბარსელონა, ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად, ფრენკი დე იონგის გაყიდვას განიხილავს.

იმ შემთხვევაში, თუ კატალონიური გრანდი ნიდერლანდელი ნახევარმცველის თაობაზე სარფიან შეთავაზებას მიიღებს, არ დაბლოკავს. წყაროს ცნობით, ფრენკი ჰანსი ფლიკის გეგმებშია, მაგრამ მის გაშვებაზე უარს არ იტყვის, თუ კლუბი შემცვლელის მოიყვანს.

როგორც კატალონიური პრესა იუწყება, გერმანელმა მწვრთნელმა ბარსას სპორტულ დირექტორ დეკუსთან ნიდერლანდელის სავარაუდო შემცვლელების სიაც კი განიხილა. თუმცა, არსებობს შანსი, რომ ფრენკი კვლავ "ბლაუგრანაში" დარჩეს და თუ ასე მოხდება, ის სასტარტო შემადგენლობის უპირობო წევრი იქნება.

დიდი ხანია, ბარსელონას იოზუა კიმიხს უკავშირებენ, თუმცა საკითხავია, ეს ტრანსფერი რამდენად შედგება.