ავტორიზაცია

ჰანსი ფლიკმა მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე ისაუბრა

ჰანსი ფლიკმა მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე ისაუბრა
თარიღი 01 Apr 2025, 18:17
ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა დაადასტურა, რომ რაფინია და პაუ კუბარსი ატლეტიკოსთან კოპა დელ რეის ნახევარფინალში გასამართი მატჩისთვის მზად იქნებიან.

გერმანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ვარჯიში განაახლა.

"ტერ შტეგენმა დღეს ინდივიდუალურად ივარჯიშა. როდესაც ის გამოკეთდება, ჩვენ ვნახავთ, თუ რა მოხდება. ახლა ყველა ხვალინდელ მატჩზე ვართ კონცენტრირებულები."

ფლიკმა ხვალინდელ მატჩზეც ისაუბრა: "ყველაფერი განსხვავებული იქნება, ეს არის შესანიშნავი შანსი. მე მინდა, რომ მივაღწიოთ ფინალამდე. ჩემი გუნდი ძალიან კარგად თამაშობს, ჩვენ ამით ვამაყობთ და განვაგრძობთ ზრდას.

მათი მიღწევა ფანტასტიკურია, ეს არ არის იღბალი. როგორც ჩვენ, ასევე მადრიდულმა გრანდმა, ეს დავიმსახურეთ. 

მე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა მწვრთნელს, ასისტენტებს და კლუბს, რომლისთვისაც ისინი მუშაობენ. ჩვენ მოვიგეთ სუპერ თასი, მაგრამ ეს წარსულია. "როხიბლანკოს" შესანიშნავი თავკაცი ჰყავს, ისინი არიან თავდაჯერებული. მათ იციან, თუ რა უნდა გააკეთონ და ბოლო წამამდე იბრძოლებენ.

ჩემი დამოკიდებულება ყოველთვის იგივეა - ჩვენ უნდა ვეცადოთ და შედეგს დავინახავთ. ტიტული მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა ფანები ჩვენი სათამაშო სტილითა და ფეხბურთელების პროგრესით კმაყოფილნი არიან. მე მჯერა, რომ შეგვიძლია წარმატების მიღწევა,ბედნიერი ვარ ამ კლუბში," - ჰანსი ფლიკი.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა, ესპანურ გრანდებს შორის 4-4 დასრულდა.