ავტორიზაცია

ჰანსი ფლიკმა ნ'გოლო კანტეს ბარსელონაში ტრანსფერი დაბლოკა

ჰანსი ფლიკმა ნ'გოლო კანტეს ბარსელონაში ტრანსფერი დაბლოკა
თარიღი 05 Aug 2024, 01:25
ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ცნობები, რომ ნ'გოლო კანტე ბარსელონას რადარზე იყო.

თავის მხრივ, გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი თამაშის შემდეგ, ალ იტიჰადის ფრანგ ფეხბურთელს ევროპაში დაბრუნება სურს და ვარიანტებს ეძებს, ბარსას კი საყრდენი ნახევარმცველი სჭირდებოდა.

დეკუ მზად იყო, 33 წლის მოთამაშე დაემატებინა, მაგრამ ტრანსფერი ჰანსი ფლიკმა დაბლოკა. როგორც Mundo Deportivo იტყობინება, ამის მიზეზი ისაა, რომ გერმანელი სპეციალისტი კლუბის აკადემიის აღზრდილებზე დაყრდნობას აპირებს.

ბარსელონამ ლა მასიაში მარკ კასადო და მარკ ბერნალი გამოზარდა, ფლიკს კი ისინი ძალიან მოსწონს და პრესეზონზე ორივე ათამაშა.

სავარაუდოდ, ამერიკული ტურნეს დასრულების შემდეგ, ბარსა საყრდენს მაინც მოძებნის, მაგრამ კატალონიელებს ამ პოზიციის ფეხბურთელის სასწრაფოდ შეძენა ნამდვილად აღარ სჭირდებათ.