ავტორიზაცია

ჰარი კეინს საიუბილეო შეხვედრა ელოდება

ჰარი კეინს საიუბილეო შეხვედრა ელოდება
თარიღი 09 Sep 2024, 15:35
ინგლისის ეროვნულ ნაკრებში სულ 9 ფეხბურთელს აქვს ჩატარებული 100 და მეტი მატჩი. შემდეგ შეხვედრას ''სამი ლომი'' ფინეთთან გამართავს. ეს მატჩი ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირისთვის და გუნდის კაპიტნისთვის, ჰარი კეინისთვის მე-100 იქნება და ის გახდება მეათე ფეხბურთელი, რომელიც ამ ნიშნულს მიაღწევს.

კეინს ინგლისის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2015 წელს ჰქონდა, ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ. კეინმა ნაკრების საუკეთესო ბომბარდირის სტატუსიც მოიპოვა და 99 შეხვედრაში 66 გოლის გატანა მოახერხა.