ჰიუნ-მინ სონის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და მუნდიალზე ითამაშებს

სამხრეთ კორეის და ლონდონის "ტოტენჰემის" შემტევი ჰიუნ-მინ სონის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს.
ლონდონის “ტოტენჰემის” გარემარბა ამის შესახებ ინფორმაცია საკუთარ Instagram-ზე გამოაქვეყნა.
სამხრეთ კორეის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის H ჯგუფში ურუგვაის, განისა და პორტუგალიის ნაკრებებთან ერთად იქნება.
მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.