ავტორიზაცია

ჰიუსტონი დურანტზე ოცნებობს

ჰიუსტონი დურანტზე ოცნებობს
თარიღი 26 ივნ 2024, 13:20
ანდრიან ვოიანოვსკი ცნიობით, ჰიუსტონ როკეტსის ოცნება კევინ დურანტის დამატებაა. დურანტს კარგახანია აერია ურთიერთობა ფინიქს სანსის ხელმძღვანელობასთან და არაა გასაკვირი, რომ დურანტს, სურს გუნდის შეცვლა. ჰიუსტონი მზადაა ყველაფერი გაიღოს ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევისთვის. დიდი შანსია, რომ ეს გაცვლა დღეს ღამით ვნახოთ, რადგან ჰიუსტონს მესამე პიკი აქვს დრაფტზე და ფინიქსისთვის ეს ძალიან მიმზიდველი ვარიანტია. ამავდროულად ''როკეტს'' ღრმა ახალგაზრდული გუნდი ჰყავს და დიდი ალბათობით რამოდენიმე მოთამაშე იქნება ჩართული ამ გაცვლაში. 

ჰისტონს შემდეგი სეზონისთვის მინიმუმ პლეიოფისთვის სურს ბრძოლა და თუ ტეხასელებმა მოახერხეს, დურანტის დამატება, რატომაც არა ჩემპინობაზე იფიქრონ. ''ტეხასელები'' უკვე რამდენიმე სეზონია ცდილობენ ძლიერი კოლექტივის შეკვრას, დურანტის გარდა ჰიუსტონი მაიამი ჰიტის მსუბუქი ფორვარდით ჯიმი ბატლერითაც ინტერედსდება და შესაძლებელია, რომ ბატლერმა და დურანტმა საერთო დუეტი შექმნან ჰიუსტონში.