ავტორიზაცია

ჰოლანდი კვლავ იტანს - ნორვეგიამ იტალია გაანადგურა

ჰოლანდი კვლავ იტანს - ნორვეგიამ იტალია გაანადგურა
თარიღი 17 Nov 2025, 02:07
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში ერთმანეთს იტალი და ნორვეგია დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება ნორვეგიელებს დარჩათ.

იმის მიუხედავად, რომ იტალია უკეთესად გამოიყურებოდა მთელი თამაშის განმავლობაში, ნორვეგიელებმა მაინც შეძლეს 4 გოლის გატანა და იტალიის დამარცხება. შეხვედრაში ანგარიში სწორედ იტალიელმა, ფრანჩესკო პიო ესპოზიტომ გახსნა, რის შემდეგაც ნორვეგილების მხრიდან ანტონიუ ნუსას, ერლინგ ჰოლანდის (დუბლი) და იორგენ სტრანდ ლარსენის გოლები მოჰყვა.


ამ გამარჯვების შემდეგ ნორვეგია 24 ქულით პირველ პოზიციას ინარჩუნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰოლანდის გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, ხოლო იტალია მეორე ადგილზე და შემდეგ ეტაპზე გავიდა.