ჰოლანდი მე-60 წუთზე შეცვალეს! ითამაშებს თუ არა ნორვეგიელი ჩემპიონთა ლიგაზე?
დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი, „ბაიერნთან“ ბუნდესლიგის მატჩში მოედნიდან მე-60 წუთზე გაიყვანეს.
ნორვეგიელ ფეხბურთელს დისკომფორტი ჰქონდა, თუმცა „ბორუსიას“ მწვრთნელის, ედინ ტერზიჩის თქმით, დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა.
„ჰოლანდმა მითხრა, რომ ყველაფერი ნორმალურად არის. როგორც ჩანს, მცირე დარტყმაა. ის „სევილიასთან“ საპასუხო მატჩისთვის მზად იქნება.
შესაძლოა, ეს მცირე დასვენება ერლინგს წაადგეს კიდეც. ის ყოველკვირა თამაშობს და უკეთ უნდა მოვუფრთხილდეთ.“ - ციტირებს ტერზიჩის სიტყვებს Goal.com.
მატჩი „ბორუსია“ – „სევილია“ 9 მარტს გაიმართება. პირველი შეხვედრა გერმანელებმა ესპანეთში, 3:2 მოიგეს.