ჰოლანდი შეუჩერებელია - მანჩესტერ სიტიმ დორტმუნდი გაანადგურა

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში მანჩესტერ სიტიმ დორტმუნდის ბორუსიას უმასპინძლა და 4-1 გაიმარჯვა.
აღნიშნულ შეხვედრაში სიტის მხრიდან ფილ ფოდენმა (დუბლით), ერლინგ ჰოლანდმა და რაიან შერკიმ გამოიჩინეს თავი, ხოლო ბორუსიელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ვალდემარ ანტონმა გაიტანა.
შეგახსენებთ, ნორვეგიელის ანგარიშზე 17 მატჩში, 27 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
ამ გამარჯვებით პეპ გვარდიოლას გუნდი 10 ქულით მე-4 პოზიციზე დაწინაურდა, ხოლო დორტმუნდი 7 ქულით მე-14 ადგილმდე დაქვეითდა.


