ჰოლანდი: "ვწუხვარ ფულემის გამო, ვფიქრობ თამაშგარე იყო! მათ ადგილას მეც გავბრაზდებოდი"

ერლინგ ჰოლანდს მიაჩნია, რომ „მან სიტის“ გოლი „ფულემის“ კარში არასამართლიანად ჩაითვალა.
პირველი ტაიმის ბოლოსკენ ნათან აკემ მეტოქის კარში გოლი შეაგდო, ბურთი მანუელ აკანჯის ფეხებშორის გაუძვრა, რომელიც თამაშგარეში იყო.
ვიდეორეფერიმ ეს მომენტი შეაფასა და გოლი ჩათვალა, „მან სიტი“ კი 2:1 დაწინაურდა.
„ფულემის“ სამწვრთნელო შტაბი გაბრაზებული იყო იმის გამო, რომ გოლი ჩაითვალა...
„მეც ვფიქრობ, რომ თამაშგარე იყო. ვწუხვარ მათ გამო, მეც გაბრაზებული ვიქნებოდი ასეთ დროს. მაგრამ რაც არის არის. ალბათ, ახლა თავს საშინლად გრძნობენ.“, - აღნიშნა ფორვარდმა, რომელმაც ამ შეხვედრაში სამი გოლი მიითვალა.