ავტორიზაცია

"ჰოლანდი ყველა თამაშში ახალ რეკორდებს ამყარებს და ამით ძალიან ბედნიერი ვარ" — გვარდიოლა

"ჰოლანდი ყველა თამაშში ახალ რეკორდებს ამყარებს და ამით ძალიან ბედნიერი ვარ" — გვარდიოლა
თარიღი 06 Nov 2025, 11:50
ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში, მანჩესტერ სიტიმ საკუთარ მოედანზე დორტმუნდის ბორუსია მიიღო და მეტოქე მარტივად, 4-1 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ, ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა ჟურნალისტებს შეხვდა და აღნიშნა, რომ მისი გუნდის თამაშით კმაყოფილია.

"ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ და დიდი პატივისცემა ფეხბურთელებს ჩემგან. ძალიან კარგ ფორმაში ვართ და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ორ ტურშიც თუ გავიმარჯვებთ, ვფიქრობ, ტოპ 8-ში ადგილს გავინაღდებთ."

"დორტმუნდი ტოპ დონის კლუბია და საწყის 10-15 წუთში უკეთესად თამაშობდნენ. შემდეგ სიტუაცია გამოვასწორეთ და ბურთზე კონტროლი მოვიპოვეთ. აღსანიშნავია, რომ გაშვებული გოლის შემდეგ მეტოქემ კარგად შემოგვიტია, თუმცა, თავი დავიცავით და მატჩიც ჩვენი გოლით დასრულდა."

"ჰოლანდი? ყველა თამაშში ახალ რეკორდებს ამყარებს და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. რაც უფრო მეტი მაღალი დონის ფეხბურთელი იქნება მის გარშემო, კიდევ უფრო მეტი გოლი გატანას და რეკორდის დამხობას შეძლებს"
— პეპ გვარდიოლა.