ჰოლანდიამ ავსტრიას აუღელვებლად მოუგო და ფლეი ოფში გავიდა [VIDEO]
2020 წლის ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფის მეორე ტურის ეგიდით, ჰოლანდიისა და ავსტრიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა გაიმართა.
აღნიშნული დაპირისპირება ჰოლანდიელთა გამარჯვებით დასრულდა, ორბურთიანი სხვაობით - 2:0.
ანგარიში მატჩის დებიუტშივე გაიხსნა - მე-11 წუთზე, მემფის დეპაიმ მეტოქის კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი გოლად აქცია. პირველ ნახევარში მეტი აღარაფერი შეცვლილა.
მეორე ტაიმი ფრანკ დე ბურის შეგირდების აქტიურობით დაიწყო, რამაც შედეგი 67-ე წუთზე გამოიღო - მოედანზე შეცვლაზე შესული დონიელ მალენის გადაცემით დენზელ დამფრისმა ნიდერლანდელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.
ამ გამარჯვების შემდეგ, C ჯგუფში პირველ ადგილს ჰოლანდია იკავებს, რომლის აქტივშიც 6 ქულაა, მეორე ადგილზე უკრაინაა (3 ქულა), მესამეზე - ავსტრია (3 ქულა), ხოლო ჩრდილოეთ მაკედონია 0 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს.
ასე და ამგვარად, იტალიისა და ბელგიის ნაკრებების შემდეგ, ჰოლანდია მესამე გუნდია, რომელმაც ფლეი ოფის საგზური უკვე გაინაღდა.