ჰოლანდიის ნაკრების თავდამსხმელი ალკმაარიდან ნიცაში გადავიდა

"ალკმაარის" თავდამსხმელი, კელვინ სტენგსი "ნიცაში" გადავიდა.
22 წლის ჰოლანდიელმა ფრანგულ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
პრესის ინფორმაციით, ტრანსფერი "ნიცას" 10 მილიონი ევრო დაუჯდა.
2020/21 წლების სეზონში სტენგსმა ყველა ტურნირზე ერთად 39 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 6 ასისტი გააკეთა.
ევრო 2020-ის შესარჩევ ეტაპზე ჰოლანდიის ნაკრების ფორვარდმა ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი ორი შედეგიანი პასით გამოიჩინა. სტენგსი ტურნირის ფინალური ნაწილის განაცხადში ვერ მოხვდა.