ჰოლანდის დუბლი — კაცნაკლულმა დორტმუნდმა სტუმრად ვოლფსბურგს მოუგო და ოთხეულისთვის ბრძოლას აგრძელებს [VIDEO]
![ჰოლანდის დუბლი — კაცნაკლულმა დორტმუნდმა სტუმრად ვოლფსბურგს მოუგო და ოთხეულისთვის ბრძოლას აგრძელებს [VIDEO]](http://storage.goal.ge/uploads/posts/qGEb9Vp3SEQdTu3ng2WW4kI98Udi529W.jpg)
გერმანიის ჩემპიონატის 31-ე ტურის ეგიდით, "დორტმუნდი" "ვოლფსბურგს" ესტუმრა.
აღნიშნული დაპირისპირება ბორუსიელთა გამარჯვებით დასრულდა - 0:2.
ანგარიში მე-12 წუთზე გაიხსნა - მასპინძელთა კარი ერლინგ ჰოლანდმა აიღო. პირველ ტაიმში საინტერესო აღარაფერი მომხდარა.
59-ე წუთზე, ბორუსიელთა ინგლისელმა ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს.
მიუხედავად 10 კაცით დარჩენისა, საბოლოო შედეგი მაინც "დორტმუნდმა" დააფიქსირა - 68-ე წუთზე, ჰოლანდმა დუბლი გაიფორმა.
ამ გამარჯვების შემდეგ, ბორუსიელები ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 55 ქულით მე-5 ადგილს იკავებენ, "ვოლფსბურგი" კი 57 ქულით მე-3 პოზიციაზეა.
ვიდეომიმოხილვა