ავტორიზაცია

ჰოლანდიურმა აუდიტორულმა კომპანიამ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გამოავლინა

ჰოლანდიურმა აუდიტორულმა კომპანიამ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გამოავლინა
თარიღი 23 Feb 2021, 23:45
ჰოლანდიურმა აუდიტორულმა კომპანია KPMG-მ ფინანსური გამოკვლევა ჩაატარა და ამჟამად ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გამოავლინა.

ხსენებული კომპანიის კვლევის თანახმად, დღესდღეობით ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი - „პსჟ-ს“ და საფრანგეთის ნაკრების შემტევი, კილიან მბაპეა, რომლის ღირებულებაც წარმოუდგენელ 185 მილიონ ევროს შეადგენს.

მეორე ადგილი „ტოტენჰემის“ მთავარ ფორვარდს, ჰარი კეინს ერგო (125 მლნ), მესამე კი „მან სიტის“ შემტევს, რაჰიმ სტერლინგს (125).

კრიშტიანუ რონალდუ 50-შიც ვერ მოხვდა, ლეო მესი კი - მხოლოდ 34-ა, მისი ღირებულება 74.5 მილიონს შეადგენს.

დიდი ალბათობით, მესის და რონალდუს ტოპში ვერ მოხვედრა პირველ რიგში მათ ასაკს უკავშირდება, ერთი 36 წლისაა, მეორე კი - მალე 34 ხდება.