ჰოლანდმა სიტის ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ მოთხოვნები წაუყენა
მანჩესტერ სიტის თავდამსხმელს, ერლინგ ჰოლანდს კონტრაქტი 2027 წელს ეწურება და მხარეები მის გახანგრძლივებაზე მუშაობენ.
ბრიტანული მედიის ცნობით, 24 წლის ნორვეგიელი ფეხბურთელი ახალ კონტრაქტში გაუმჯობესებულ ხელფასს და გამოსასყიდი თანხის ჩაწერას ითხოვს 120 მილიონი ევროს სახით.
შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდი მანჩესტერ სიტის ღირსებას 2022 წლიდან იცავს და ჩატარებულ 107 შეხვედრაში 101 გოლთან ერთად 14 საგოლე გადაცემა აქვს გაფორმებული.