ავტორიზაცია

"ჰომოსექსუალიზმი არის გულისამრევი და უნდა ამოიძირკვოს", - ეგვიპტის ნაკრების ექს-ფეხბურთელი

"ჰომოსექსუალიზმი არის გულისამრევი და უნდა ამოიძირკვოს", - ეგვიპტის ნაკრების ექს-ფეხბურთელი
თარიღი 30 Nov 2021, 22:42

ეგვიპტის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა და bein Sport-ის ექსპერტმა, მოჰამედ აბუტრიკამ, ლგბტ-საზოგადოების მხარდამჭერები გააკრიტიკა.

„ეს მოვლენა მხოლოდ მუსულმანურ კულტურას კი არა, ადამიანურ ბუნებას ეწინააღმდეგება. ალაჰი ყურანში ამბობს, რომ ჩვენ ადამის შვილებს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ არა ჰომოსექსუალიზმით დავკავდეთ. 

ასეთ ხალხს ჩვენ პატივს არ ვცემთ და ვამცირებთ. მუსულმანებმა ჰომოსექსუალიზმის ამოძირკვაში საკუთარი როლი უნდა შეასრულონ. ეს საშიში და გულისამრევი იდეოლოგიაა. ამბობენ, რომ ეს ადამიანის ნებაა, მაგრამ ეს ადამიანის ნება კი არ არის, ადამიანობას ეწინააღმდეგება.“ - ციტირებს აბუტრიკას სიტყვებს Deadline.

ამავდროულად, ყატარულმა მედიაჰოლდინგმა beIN Media Group-მა აბუტრიკას განცხადებებისგან თავი შორს დაიჭირა: 

„როგორც გლობალური მედიაჯგუფი ჩვენ წარმოვადგენთ, ვიცავთ და მხარს ვუჭერ ადამიანებს და მათ ინტერესებს, განურჩევლად მათი წარმოშობის, ენის და კულტურული მემკვიდრეობისგან.“ - აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა.