ავტორიზაცია

ჰუნტელაარი შალკეს ისტორიაში შევიდა

ჰუნტელაარი შალკეს ისტორიაში შევიდა
თარიღი 04 Apr 2021, 21:52

"შალკეს" თავდამსხმელი, კლას-იან ჰუნტელაარი გელზერკირხენული კლუბის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი გოლის ავტორი გახდა.

ჰოლანდიელმა გერმანიის ჩემპიონატის 27-ე ტურში "ლევერკუზენის" კარი 37 წლისა და 234 დღისამ აიღო.

აქამდე, რეკორდი "შალკეს" გოლკიპერს, ოლივერ რეკას ეკუთვნოდა, რომელმაც "სანქტ პაულის" კარი 2002 წლის თებერვალში 36 წლისა და 347 დღისამ აიღო.

ჰუნტელაარი "შალკეში" 2021 წლის იანვარში გადავიდა. მის აქტივში ამ სეზონში ჩატარებულ 3 მატჩში გატანილი 1 ბურთია.