ჰუნტელაარი შალკეს ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი გოლის ავტორი გახდა

„შალკე 04-ს“ ჰოლანდიელმა ფორვარდმა, კლას-იან ჰუნტელარმა, „ლევერკუზენს“ ბუნდესლიგის 27-ე ტურში გოლი გაუტანა.
ამრიგად, ნიდერლანდელი გელზენკირხენის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი გოლის ავტორი გახდა - ის 37 წლის, შვიდი თვის და 22 დღის იყო.
წინა მიღწევა ეკუთვნოდა ოლივერ რეკს, რომელმაც 2002 წელს „სანქტ-პაულის“ 36 წლის, 11 თვის და 13 დღის ასაკში გაუტანა.
შეგახსენებთ, რომ „შალკე“ „ბაიერთან“ 1:2 დამარცხდა. 27 ტურის შემდეგ, გილზენკირხენული გუნდი სატურნირო ცხრილის ფსკერზეა 10 ქულით.