ავტორიზაცია

იაფად შეძენილი მოთამაშეები, რომლებმაც ისტორია დაწერეს

იაფად შეძენილი მოთამაშეები, რომლებმაც ისტორია დაწერეს
თარიღი 16 Oct 2024, 15:46
გთავაზობთ ტოპ 10 ვარსკვლავს, რომელიც თავისმა კლუბებმა იაფად შეიძინეს. 


10. რაფაელ ვარანი - 9 მილიონი 

მადრიდის რეალმა ფრანგი ტალანტი ლანსიდან 16 წლის ასაკში გადაიბირა, მისგან თავიდანმე დიდი მოლოდინები იყო, რომელიც საბოლოოდ გამართლდა. ვარნმა თავისი პოტენციალის გამოხატვა ზინედინ ზიდანის ხელში დაიწყო და დიდი წარმატებას მიაღწია. 

9. მარსელო - 5.4 მილიონი

კვლავ მადრიდის რეალი და მათი საოცარი სკაუტები. მარსელო 2007 წელს ფლუმინენსედან რეალში გადაბარგდა და უდიდესი ისტორია დაწერა. ბრაზილიელი მცველი მადრიდულ კლუბში 15 წლის მანძილზე გამოდიოდა, რა დროშიც 5 ჩემპიონთა ლიგის  მოგება, 6 ლა ლიგის ტიტული და 2 კოპა დელ რეი მოიგო. 

8. დანი კარვახალი - 5.4 მილიონი

დანი კარვახალი მადრიდის რეალის სკოლის აღზრდილია, მაგრამ თავდაპირველად კარიერა რეალში არ გამოუვიდა. კარვახალმა 1 წლით ლევერკუზენის ბაიერში გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება და იქ ისეთ დონეზე ითამაშო, რომ ფლორენტინო პერესმა მომენტალურად მისი დაბრუნება გადაწყვიტა და მას მერე დანი გუნდის შეუცვლელი ფიგურაა და ყველა ტიტული მოიგო საკლუბო დონეზე. 

7. ჯორჯო კიელინი - 6.1 მილიონი

ტურინის იუვენტუსის ლეგენდარული მცველი. ჯორჯო კიელინი 2005 წელს რომადან, იუვეში გადაბარგდა და კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდი მცველად ჩამოყალიბდა. კიელინიმ იუვეს შემადგენლობაში 561 მატჩი ჩაატარა და 9 ჯერ მოახერხა სერია ას მოგება, სამჯერ გახდა სერია ას საუკეთესო მცელი, ორჯერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვედრა და უდიდესი ისტორია დაწერა შავ-თეთრ მაისურში.

6. რიკარდო კაკა - 7.1 მილიონი

2003 წელს მილანმა თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრანსფერი შეასრულა, ადრიანო გალიანის ალღომ ამ ტრანსფერში თავისი კლაის აჩვენა. მილანმა სან პაულოდან, რიკარდო კაკა შეიძინა. ერთდროს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშა ბრაზილიელმა თავისი უდიდესი ისტორია დაწერა ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კლუბში. კაკამ მილანში ჩემპიონთა ლიგის და ოქროს ბურთის მოგება შეძლოა, ასევე გახდა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი. 

5. რიად მაჰრეზი - 450.000 ათასი

ეს თანხა ნამდვილად სასაცილოა ისეთ მოთამაშეში, როგორიც არის რიად მაჰრეზი ჩემპიონშიფში ბინადარი ლესტერი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ თავისი გუნდის ისტორიაში გამორჩეული და საკვანძო მოთამაშე, ნახევარი მილიონიც არ დაუჯდებოდა. მაჰრეზმა ლესტერთან ერთად პრემიერ ლიგის მოგება მოახერხა და წლის საუკეთესო ფეხბურთელი ტიტულიც მოიპოვა, შემდეგ კი 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ მანჩესტერ სიტიში ამოყო თავი.

4. ნ'გოლო კანტე - 5.6 მილიონი

კანში გადასვლამდე კანტე საფრანეგეთის მესამე ლიგაში თამაშობდა, შემდეგ იყო ლიგა 1, სადაც ერთი ძლიერი სეზონის შემდეგ, ის ლესტერმა შეიძინა. კანტემ ლესტერის თამაშზე იმხელა გავლენა მოახდინა, ამას ვერავინ წარმოიდგენდა, კანტე მალევე გადაბარგდა ჩელსიში ლონდონელებმა მის სანაცვლოდ 32 მილიონი გადაიხადეს, და “ლურჯებში“ კანტემ თავისი უდიდესი ისტორიის წერა განაგრძო. 

3. სამუელ ეტოო - 38 მილიონი

2009 წლის ზაფხულში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი სამუელ ეტოო, მილანის ინტერში გადაბარგა ის ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერს შეეწირა და ბევრისათვის ბარსელონა მაშინ სწორედ მოიქცა. ინტერში სამუელს ჟოზე მოურინო დახვდა, რომელმაც კამერუნელი სხვა სახით დაგვანახა და ფლანგზე მიუჩინა ადგილი, ინტერმა იმ სეზონში ტრიპლეტის შესრულება შეძლო.

2. ჯეიმი ვარდი - 1.7 მილიონი

ადამიანი საოცრება, ადამიანი, რომლის ისტორიაც ყველასათვის საოცნებოა. ჯეიმი ვარდი ლესტერში გადასვლის დროს ინგლისის ქვედა ლიგებში ასპარეზობდა. ლესტერეში კი ვარდიმ თავისი საოცარი ისტორიის დაწერა დაიწყო და პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბა.

1. კრიშტიანუ რონალდუ - 12 მილიონი

მანჩესტერ იუნაიტედმა თავისი ისტორიის შეცვლა კრიშტიანუ რონალდუთი ცადა. სერ ალექს ფერგიუნსონმა გუნდში მისვლისთანავე, პორტუგალიელს 7-ნომრიანი მაისური არგო და კრიშტიანუმ უდიდესი კვალი დატოვა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში და ისეთი დიდი კლუბის, როგორიც მანჩესტერ იუნაიტედია.