იამალის მამა: მესიმ ლამინი დალოცა? ალბათ, თავად ლამინმა დალოცა ლეო
ლამინ იამალის მამა, მუნირ ნასრაუი ლიონელ მესისა და საკუთარი შვილის თაობაზე საინტერესო კომენტარს აკეთებს.
"ცხოვრებაში დამთხვევები არსებობს. მესიმ ლამინი დალოცა? ალბათ, თავად ლამინმა დალოცა ლეო. ჩემთვის, ჩემი შვილი საუკეთესოა," - თქვა იამალის მამამ Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში.
2007 წელს მესიმ სოლიდარობის კალენდრის ფარგლებში ბავშვთან ერთად ფოტოსესია გამართა. 16 წლის შემდეგ ეს ბავშვი არგენტინელის ნაკვალევს მიჰყვება და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტალანტია.