იამალმა ბარსელონასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და ახალი ნომერი აიღო

კატალონიის ბარსელონას ვარსკვლავმა, ლამინ იამალმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და სათამაშო ნომერი შეიცვალა.
18 წლის ესპანელმა ბლაუგრანასთნ კონტრაქტი 2031 წლამდე გაახანგრძლივა და კლუბის ახალი 10 ნომერი გახდა — ინფორმაცია ბარსელონამ ოფიციალურად დაადასტურა.
A photo for the books. 💙❤️ pic.twitter.com/oCpCC3aHW1
— FC Barcelona (@FCBarcelona) July 16, 2025
შეგახსენებთ, რომ ლამინ იამალი კატალონიური გრანდის პირველ გუნდში 2023 წლიდან ირიცხება და ჩატარებულ 106 მატჩში 25 გოლთან ერთად 34 საგოლე გადაცემა გაიფორმა.