იამალმა მოედანზე დაბრუნება დაანონსა

ლამინ იამალი საფეხბურთო სამყაროში ბრუნდება. ესპანელს ტრავმის გამო რამდენიმე თამაშის გამოტოვება მოუწია, თუმცა ის უკვე მზად არის დასაბრუნებლად.

ბარსელონას გულშემატკივრებისთვის, სასიხარულო ამბავი ის არის, რომ ლამინი პსჟ-ს წინააღმდეგ მზად იქნება, ხოლო რაც შეეხება მის დაბრუნებას, ესპანელი ფეხბურთელი, რეალ სოსიედადთან მატჩში მწყობრში იქნება.
იამალის ინსტაგრამ სთორი ("hey! მე დავბუნდი"):

18 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონი საკმაოდ დამაჯერებლად დაიწყო, მის ანგარიშზე 3 მატჩში, 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.