ავტორიზაცია

იანგ ბოისმა ტიერი გეილის თაობაზე შეთავაზება გააკეთა

იანგ ბოისმა ტიერი გეილის თაობაზე შეთავაზება გააკეთა
თარიღი 22 აგვ 2023, 18:02
როგორც ბარბადოსელი ჟურნალისტი ანმარ გუდრიჯ-ბოისი იტყობინება, შვეიცარულმა "იანგ ბოისმა" ტიერი გეილის თაობაზე სატრანსფერო შეთავაზება გააკეთა.



წყაროს ცნობით, ამ ეტაპზე უცნობია თუ რა თანხა შესთავაზა "იანგ ბოისმა" გორის "დილას".

ცოტა ხნის წინ, იგივე წყარო წერდა, რომ "მიდტიულანდი" ბარბადოსელი გარემარბის ტრანსფერთან ერთ ნაბიჯშია.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის გარემარბი ბოლო პერიოდში არაერთ ევროპულ გუნდს დაუკავშირეს. როგორც უცხოური მედია იტყობინებოდა, პოლონეთის ჩემპიონმა "რაკუვმა" ბარბადოსელი შემტევის თაობაზე გორის "დილას" 1.2 მილიონი ევრო შესთავაზა.