ავტორიზაცია

იაპონიამ მეორე სენსაცია დაამყარა და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა, ესპანეთმა კი ამ წაგებით სახლში გერმანია გაუშვა

იაპონიამ მეორე სენსაცია დაამყარა და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა, ესპანეთმა კი ამ წაგებით სახლში გერმანია გაუშვა
თარიღი 02 დეკ 2022, 00:58
მსოფლიო ჩემპიონატის E ჯგუფის მატჩებში სიტუაცია ძალიან დრამატულად წარიმართა.

პარალელურად ორი შეხვედრა გაიმართა, იაპონია - ესპანეთი და კოსტა რიკა - გერმანია.

იაპონია 2-1 ესპანეთი

კოსტა რიკა 2-4 გერმანია


გერმანიამ თავისი ამოცანა ამ შეხვედრაში შეასრულა, მატჩი მოიგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად სჭირდებოდა, რომ ესპანეთი პარალელურ შეხვედრაში არ დამარცხებულიყო. თუმცა, „ფურია როხა“ იაპონიასთან დამარცხდა, ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა და გერმანია შინ გაუშვა.

გადამწყვეტი ესპანეთის კოსტა რიკასთან 7:0 მოგებული შეხვედრა გამოდგა, რის ხარჯზეც გუნდმა გოლების შეფარდება მაქსიმალურად გაიუმჯობესა.

იაპონიამ კი გერმანიის შემდეგ ჯგუფში ესპანეთიც დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე პირველი ადგილით გავიდა.