ავტორიზაცია

იარმოლენკო: "წავიკითხე, რომ უკრაინისთვის მუნდიალის საგზურის ჩუქებას აპირებენ - ეს არასწორი მგონია"

იარმოლენკო: "წავიკითხე, რომ უკრაინისთვის მუნდიალის საგზურის ჩუქებას აპირებენ - ეს არასწორი მგონია"
თარიღი 23 Mar 2022, 00:10

უკრაინის ნაკრების შემტევმა, ანდრეი იარმოლენკომ, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მინიჭებაზე ისაუბრა.

„ახლა ფეხბურთზე საუბარი რთულია. თუ შოტლანდიასთან პლეი-ოფის მატჩი შედგება - როგორ შეგვიძლია მოედანზე გავიდეთ და ბოლომდე არ დავიხარჯოთ? რა თქმა უნდა, ვარჯიშია საჭრო.

თუმცა, 100%-ით ძალიან რთული იქნება, იმიტომ რომ ბევრი ფეხბურთელი ახლა უკრაინაში ზის და ვერ ვარჯიშობს, ფეხბურთზე ვერავინ ვერ ფიქრობს. თუმცა, როცა ეს მატჩი იქნება - ბოლომდე დავიხარჯებით.

სადღაც წავიკითხე, რომ ჩვენთვის მუნდიალის საგზურის ჩუქებას განიხილავენ. მიმაჩნია, რომ ეს არასწორია. ჩვენ გვაქვს ხელები, ფეხები და საფეხბურთო მოედანი, საგზურიც სწორედ იქ უნდა გადაწყდეს. ვინც უფრო ძლიერი იქნება - მუნდიალზე წასვლასაც ის დაიმსახურებს.“ - აღნიშნა „ვესტ ჰემის“ ნახევარმცველმა.