ავტორიზაცია

იბერია კონფერენს ლიგას გამოეთიშა

იბერია კონფერენს ლიგას გამოეთიშა
თარიღი 16 აგვ 2024, 00:13
იბერია კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში, ბაშაქშეჰირთან განმეორებით მატჩშიც დამარცხდა. 

სტამბულში გამართული შეხვედრა 2-0 დასრულდა. გოლები კშიშტოფ პიონტეკმა და დიმიტრიოს პეკლასმა გაიტანეს.

პირველ მატჩში, მიხეილ მესხზე გამართულ შეხვედრაში თურქთა მხრიდან
დავიდსონმა შეაგდო. შესაბამისად, ქართულმა კლუბმა ჯამში 0-3 წააგო და კონფერენს ლიგას დაემშვიდობა.