ავტორიზაცია

იბრაჰიმოვიჩმა მილანში შეშკოს კანდიდატურას მწვანე შუქი აუნთო

იბრაჰიმოვიჩმა მილანში შეშკოს კანდიდატურას მწვანე შუქი აუნთო
თარიღი 08 მაი 2024, 14:35
"მილანის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ახლა კი გუნდის მენეჯმენტის წევრმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "როსონერიში" "ლაიფციგის" თავდამსხმელის ბენჟამინ შეშკოს კანდიდატურა დაამტკიცა.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იბრაჰიმოვიჩმა მწვანე შუქი აანთო 20 წლის სლოვენიელის ტრანსფერს. 

შეშკოს კონტრაქტში გათვალისწინებულია კომპენსაციის თანხა დაახლოებით 70 მილიონი ევროს ოდენობით, მაგრამ "მილანი" დარწმუნებულია, რომ შეძლებს ტრანსფერის დახურვას. 

გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში შეშკომ 12 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.