იენს ლემანმა მსოფლიოს სამი საუკეთესო გოლკიპერი დაასახელა
გერმანიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, იენს ლემანმა ამ დროისთვის მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერები დაასახელა.
"რა თქმა უნდა, მანუელ ნოიერი. აგრეთვე, მომწონს კუნ კასტელსი "ვოლფსბურგიდან". და კიდევ, ალისონი", - ციტირებს ვეტერანი გოლკიპერის სიტყვებს Marca.
მოგეხსენებათ, ლემანს კარიერის გამორჩეული წლები ლონდონის "არსენალში" აქვს გატარებული, სადაც 2003 წლიდან 2008 წლამდე თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში მან პრემიერ ლიგა, ინგლისის თასი და სუპერთასი მოიგო.
რაც შეეხება გერმანიის ეროვნულ გუნდს, იენსი "ბუნდესთიმის" ღირსებას 1998 წლიდან 2008 წლამდე იცავდა.