IFFHS-მა საუკეთესო მეკარეების რეიტინგი შეადგინა - გიორგი მამარდაშვილი მესამე ადგილზეა!
IFFHS-მა საუკეთესო მეკარეების რეიტინგი გამოაქვეყნა.
პირველი ადგილი "ასტონ ვილას" არგენტინელმა მეკარემ ემილიანო მარტინესმა დაიკავა.
სიაში მეორე ადგილზეა ბილბაოს "ატლეტიკის" მეკარე უნაი სიმონი. მესამე ადგილს ესპანურ "ვალენსიაში" ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი იკავებს.
ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის საერთაშორისო ფედერაციის ტოპ 10-ში ასევე მოხვდნენ: მაიკ მენიო (მილანი), ტიბო კურტუა (რეალი), იან სომერი (ინტერი), ანდრეი ლუნინი (რეალი), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), დავიდ რაია, (არსენალი) და გრეგორ კობელი (დორტმუნდის ბორუსია).